En

პროექტები

რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პლატოზე აღმავალი საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების რეაბილიტაციის პროექტი

წელი

2024

ადგილმდებარეობა

თბილისი

ფართობი

m2

სტატუსი

დასრულებული

გააზიარე

           პროექტირების საგანს წარმოადგენს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პლატოზე აღმავალი საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების რეაბილიტაციის პროექტს.

         რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადეემის შენობის მიმდებარედ, არსებული საბაგირო გზის ქვედა სადგური წარმოადგენს ტექნიკურად გაუმართავ შენობას, რომელსაც ესაჭიროება კაპიტალური გადამაგრება და აგრეთვე ძირითადი არსებული სამანქანე შენობის ნაწილის დემონტაჟი. მის ნაცვლად განხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საბაგირო გზის მოწყობა.

          ავსტრიული კომპანია ,,დოპპელმაიერი“ რომელიც მსოფლიოში არის ლიდერი საბაგირო გზების მშენებლობაში წარმოადგენს 21 გონდოლიან სისტემას, თითეული გონდოლა 8 ადგილიანია. აღნიშნული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 1 სთ-ის განმავლობაში 1100 მგზავრის გადაადგილება. აღნიშნული სადგური დამატებით იქნება აღჭურვილი ლიფტით რომელიც მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და აგრეთვე მოემსახურება მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილ საბავშო ეტლებს. +0.00 ნიშნულზე განთავსდება სალარო, ტურნიკეტები და დამხმარე სათავსოები მომსახურე პერსონალისათვის.

          ქვედა სადგურის სამანქანე კონსტრუქციული ნაწილი შემოსილი იქნება თანამედროვე იერსახის ლითონის კარკასით, რომელიც გაიმეორებს ისტორიული ოვალური შენობის ვიტრაჟების ორნამენტის არქიტექტურას.

          ისტორიული ოვალური შენობის იერსახე იქნება შენარჩუნებული და მოხდება საფუძვლიანი რესტავრაცია.

          ზედა და ქვედა სადგური დამაკავშირებელი ბაგირი განთავსდება ხუთ ძირითად ანძაზე, რომლითაგან პირველი, მეორე და მეხუთე  ანძები განთავსდება  ძველი საბაგირო გზის ანძების ადგილას, ხოლო მესამე და მეოთხე ანძები მთაწმინდის პლატოს ქედზე. ბაგირის სიგრძე დაახლოებით 870 მ-ია.

           მთაწმინდის პარკში არსებული საბაგირო გზის ზედა სადგური ადგიმდებარეობა უცვლელია, ისტორიული შენობა-ნაგებობა დემონტირებულია და მის ნაცვლად მოეწყობა თანამედროვე იერსახის ლითონ კონსტრუქციით აგებული ნაგებობა, რითიც იქნება ძირითადი ამძრავი საბაგირო გზის სისტემა შემოსილი. ასევე მოეწყობა დეკორატიული განათება და გამწვანება.