En

ჩვენ შესახებ

„ქალაქპროექტი“ წარმოადგენს საპროექტო ორგანიზაციას, რომელიც არქიტექტურულ-გეგმარებითი და საინჟინრო უზრუნველყოფის პროექტირების საფუძველზე ზრუნავს ქ. თბილისის მშენებლობასა და განვითარებაზე მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში იცვლებოდა მისი ოგრანიზაციული სტრუქტურა და სახელწოდება, მისი მუშაობის ძირითადი მიმართულების შენარჩუნებით. 
კომპანიის ძირითადი პროფილია : დედაქალაქის და მისი საგარეუბნო ზონის რეკონსტრუქცია და განვითარება, ქალაქის ცალკეული საცხოვრებელი რაიონების დეტალური დაგეგმარება და განაშენინების დეტალური პროექტების დამუშავება, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საწარმოო კომპლექსების, სრული არქიტექტურული პროექტისა და საინჟინრო დოკუმენტაციის შედგენა, ინტერიერის დიზაინი, სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტიზა. ასევე კომპანიის ცალკეული სპეციალისტები ჩართულები არიან სამშენებლო სფეროში საკანონმდებლო ბაზის განახლება / შემუშავებაში.
ბოლო წლების განმავლობაში „ქალაქპროექტმა“ დიდი გამოცდილება მიიღო სასტუმროების პროექტირებაში, რომელთა უმრავლესობაც განხორციელებულია და წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქალაქებში.