პროექტები
ძეგლის რეაბილიტაცია
წელი
2023
ადგილმდებარეობა
ქ. თბილისი
ფართობი
400 m2
სტატუსი
მიმდინარე
პროექტის მიზანია ქ. თბილისში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #12-ში არსებული შენობის (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, მასში ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით. შენობა დასავლეთით გადმოჰყურებს ბარათაშვილის აღმართს. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის ძირითადი სტრუქტურა, როგორც ძეგლის, დღემდე შენარჩუნებულია, მაგრამ ეტყობა არაერთი რეკონსტრუქციის კვალი. ამას მოწმობს ადგილზე არსებული სილიკატური აგურის არსებობა და სართულშუა გადახურვებში იატაკის არმირება. შენობის ღირებული ელემენტები, როგორებიცაა საფასადე მოპირკეთება, ღიობების ფორმა და რითმი რჩება უცვლელი. ყოფილი იორის ქუჩის მხრიდან ხდება არსებული შენობის რეკონსტრუქცია, რათა გაჩნდეს დამატებითი შიდა ეზო.