პროექტები
საპროექტო ტერიტორიის ანალიზი
წელი
2023
ადგილმდებარეობა
კოჯორი
ფართობი
367800 m2
სტატუსი
დასრულებული
საკვლევი ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, კიკეთის და კოჯრის დასახლების პერიმეტრზე. ტერიტორია შედგება 11 საკადასტრო ერთეულისაგან და დღევანდელი მდგომარეობით ეკუთვნის სოფელ დიდებას. ჯამურ ფართობს წარმოადგენს 36.8 ჰა. კვლევის მიზანია არსებული ტერიტორიის განვითარება და ახალი საცხოვრებელი (ინდ. საცხოვრებელი სახლების დომინირებით) უბნის პერსპექტივების ანალიზი. მოცემულ არეალს ბუნებრივად გარშემო აკრავს ტყის მასივი, ასევე პერიმეტრზე ვხვდებით მდინარის შენაკადებსაც. გარემო საკმაოდ რელიეფურია. ქ. თბილისის ფუქნციური ზონირების მიხედვით ტერიტორიაზე ვრცელდება სასოფლო ზონა რეკრეციულთან ერთად.