En

პროექტები

სასტუმრო ქუთაისი

წელი

2019

ადგილმდებარეობა

ქ. ქუთაისი

ფართობი

7215 m2

სტატუსი

მიმდინარე

გააზიარე

ობიექტი წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ისტორიულ ნაწილში რუსთაველის და წმ. ნინოს ქუჩების გადაკვეთაზე - №5/15. საპროექტო წინადადებით განსაზღვრულია სასტუმროს რეაბილიტაცია და ადაპტაცია. ობიექტი წარმოადგენს მიწისზედა ოთხ სართულიან შენობას, რომელსაც გააჩნია სარდაფი, პროექტში გათვალისწინებულია არსებულ შენობაზე ერთი სართულის დაშენება. შენობის შიდა ეზოში მოეწყობა მინის გადახურვა, რის ქვეშაც +0,00 ნიშნულზე მოეწყობა ზამთრის ბაღი. გეგმარების ღერძია საპარადო კიბის უჯრედის და ამ უჯრედთან თითოეულ სართულზე მიერთებული ცენტრალური ჰოლების ერთიანი სტრუქტურა. ქუჩის მხრიდან პირველი სართულის თაღოვანი ვიტრინების ალათები დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.