პროექტები
ფილარმონიის გვერდით, დაპროექტებული 118 ნომრიანი სასტუმრო "აფიშა" გაიხსნა. არქიტექტურაზე იმუშავა ქალაქპროექტის ჯგუფმა ხოლო "აფიშას" ინტერიერი დიზაინერ ესმა ხეცურიანს ეკუთვნის, თანამედროვე და 70-80-იანი წლების სტილის ელემენტებს ორიგინალურად აერთიანებს. სასტუმროს მთლიანი კონცეფცია, კრეატიულ კომპანია "გასტრონავტს" ეკუთვნის. "აფიშას" გასტრონომიული კონცეფცია ქართული და ევროპული სამზარეულოების ნაზავია, რომელიც ძველი თბილისის თეატრალური ტრადიციების შთაგონებით შეიქმნა 10-სართულიანი სასტუმრო „აფიშა" 118 ნომერს, კვების 3 ობიექტს, სპა ზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.