პროექტები
ინდ. საცხოვრებელი სახლი
წელი
2020
ადგილმდებარეობა
სოფ. ნავდარაანთკარი
ფართობი
565 m2
სტატუსი
მიმდინარე
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ნავდარაანთკარში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დაპროექტება. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს - 1500.0 კვ.მეტრს. პროექტირების დროს გათვალისწინებული იქნა მიწის ნაკვეთის ორიენტაცია, არსებული გარემო და რელიეფის თავისებურებანი. არსებული ტერიტორია საკმაოდ რელიეფურია და სწორედ ამიტომ ტერიტორიის განაშენიანება მოხდა ტერასულად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახლის ორიენტაცია ნაკვეთის ფორმის მართობულია, რაც საშუალებას გვაძლევს უკანა ეზო ბუნებრივად გავმიჯნოთ ნაკვეთზე და შევქმნათ მეტი სიმყუდროვე. საპროექტო სახლი არის ორ სართულიანი სხვენით. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ცალკე მდგომი ავტოსადგომი და ფანჩატური. უკანა ეზოში (სამხრეთით) ვხვდებით აუზს და მარანს.