En

პროექტები

ღვინის ქარხანა

წელი

2019

ადგილმდებარეობა

სოფ. კაჭრეთი

ფართობი

3200 m2

სტატუსი

მიმდინარე

გააზიარე

პროექტის მიზანია გურჯაანის რაიონში, სოფელ კაჭრეთში ღვინის ქარხნის დაპროექტება. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს - 6789.0 კვ.მ-ს. პროექტირების დროს გათვალისწინებული იქნა მიწის ნაკვეთის ორიენტაცია, არსებული გარემო და განაშენიანების ხასიათი. განაშენიანების სამფრთიანი კონტური განპირობებულია ღვინის ქარხნის მარტივი და გამართული ფუნქციონირებისათვის. შენობა არის ორსართულიანი და გააჩნია ანტრესოლი. ინტერიერში მთელ ვერტიკალზე ვხვდებით ატრიუმს რომელშიც განთავსებულია წრიული კიბე. ღვინის ქარხანის წარმადობა გამიზნულია წელიწადში ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ბოთლის წარმოებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღვინის მიღება მოხდება როგორც ტრადიციული მეთოდით ასევე სელექციური მეთოდით, რაც გულისხმობს ყურძნის კალათით მიტანას და გადარჩევას საწყისი ეტაპიდანვე.