En

პროექტები

ინდ. საცხოვრებელი სახლი

წელი

2019

ადგილმდებარეობა

ქ. თბილისი

ფართობი

570 m2

სტატუსი

მიმდინარე

გააზიარე

პროექტის მიზანია ქ. თბილისში, ორხევის შესახვევი N10 - ში არსებული შენობის რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს - 189.0 კვ.მ-ს. აღნიშნულ საკადასტროზე არსებული შენობა უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელია. აღნიშნული ნაკვეთი ისტორიულად ჩუღურეთს განეკუთვნება, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ახვლედიანის აღმართის დღევანდელი განაშენიანება უმეტესად მე-19 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა. ქუჩისთვის დამახასიათებელია ორ-სამ სართულიანი განაშენიანება. პროექტით გათვალისწინებულია არსებულ ორსართულიანი შენობისა და  სხვენის რეკონსტრუქცია მასში მანსარდის მოწყობა სახურავის ფორმის გათვალისწინებით. პროექტირების დროს გათვალისწინებული იქნა მიწის ნაკვეთის ორიენტაცია, არსებული გარემო და განაშენიანების ხასიათი. შენარჩუნებულია არსებული ქუჩის ორ-სამ სართულიანი განაშენიანება.