En

პროექტები

ფასადის რეკონსტრუქცია

წელი

2022

ადგილმდებარეობა

ქ. თბილისი

ფართობი

27800 m2

სტატუსი

მიმდინარე

გააზიარე

პროექტის მიზანია ქ. თბილისში, ასათიანის ქუჩა # 7 - ში, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის ფასადის რეკონსტრუქცია შენობა-ნაგებობის განაშენინაების ფართის უცვლელად. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს - 27802.0 კვ.მ-ს. საპროექტო ტერიტორიას სამხრეთით ესაზღვრება ვაჟა-ფშაველას გამზირი. მოცემული შენობა აშენდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში და მას შემდეგ ფასადს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტირებისას ჩვენი მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა არსებული ფასადის რიტმი და ხასიათი, ასევე ვინაიდან 2019 წელს შეთანხმებული დაშენების პროექტი საკმაოდ კონტრასტულია შენობის ძირითად ნაწილთან, გადავწყვიტეთ საპროექტო ფასადი წარმოდგვედგინა ერთგვარ ფონად ყოველივე ზემოთ ხსენებულისათვის.  სწორედ ამიტომ, ფასადზე მკაფიოდ გამოხატული ვერტიკალური ელემენტები შევმოსეთ ფიბროცემენტის ვენტილირებადი ფასადით (Caparol ის კატალოგიდან ამოღებული თბილი ტონებით), ხოლო დანარჩენი სიბრტყეები ილესება და იღებება ასევე მსგავსი პალიტრით.