En

პროექტები

ინდ. საცხოვრებელი სახლი

წელი

2019

ადგილმდებარეობა

დაბა მესტია

ფართობი

550 m2

სტატუსი

მიმდინარე

გააზიარე

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორ სართულიან შენობას მცირე კოშკის მოცულობით, რაც რელიეფიდან გამომდინარე კარგად ეწერება არსებულ გარემოში. ქუჩის მხრიდან განთავსებულია ორი სართული, მეორე სართული წარმოდგენილია კოშკის სახით. საპროექტო შენობის დამუშავების დროს გამოყენებულია ადგილობრივი ქვის მოპირკეთება და ხის ელემენტები, გადახურვის მასალად გამოყენებულია ე.წ. შინგლი, რელიეფის სირთულიდან გამომდინარე წინა მხარეს მოწყობილია ტერასები, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები დაბა მესტიაზე და უნიკალურ ლანდშაფტზე. პროექტის არქიტექტურული სახით შენარჩუნებულია სვანეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი.